ახალი ამბები
დეკლარაცია არ წარადგინა 77-მა თანამდებობის პირმა - ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის ანგარიში
FaceBook
2023 წელს დეკლარაცია წარადგინა 6982- მა თანამდებობის პირმა.

ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში არის საუბარი.

დღევანდელი მონაცემებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს 6 720 პირს.

ესენი არიან როგორც თანამდებობის პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს და პროკურორებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის განმავლობაში დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განხორციელდა 9226 ზარი და ონლაინ დახმარების მეშვეობით ბიუროს მიმართა 733-მა პირმა.

2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დეკლარაცია წარადგინა 6982- მა პირმა (დანიშვნის ვალდებულებით - 826-მა პირმა, მოქმედმა 5501-მა პირმა და გათავისუფლების ვალდებულებით 137-მა პირმა. ყოფილი-483, დაჯარიმებული-35). კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაცია არ წარადგინა 77-მა პირმა. დაჯარიმების შესახებ გამოცემული განკარგულება კანონიერ ძალაში შევიდა 35 შემთხვევაში. ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის 4 პირის შესახებ მონაცემები გადაეგზავნა სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ბიურო აქტიურად მუშაობს თანამდებობის პირთა დეკლარირების უზრუნველყოფის შესაბამისი ელექტრონული სისტემის დახვეწაზე. 2023 წლის განმავლობაში რედაქტირების შესაძლებლობით ისარგებლა 197-მა პირმა.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს ამ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, რათა მათი ქონებრივი მდგომარეობა თანამდებობის დაკავებამდე გახდეს ცნობილი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კანდიდატის ამ თანამდებობაზე განწესების პროცესზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.