ახალი ამბები
მაღაროელების ნაწილი თბილისში გადაინაცვლებს და პარლამენტთან აქციას გამართავს
FaceBook
გაფიცვის მე-14 დღეს, მაღაროელების ნაწილი პროტესტს თბილისში გააგრძელებს, ნაწილი კი კვლავ ჭიათურაში დარჩება და აქციებს აქ გამართავს.

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიას მათ მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს, არც დათმობაზე მიდის, ამიტომ ისინი მთავარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თბილისში გადაინაცვლებენ.

ათეულობით ადამიანი ჭიათურიდან დედაქალაქში 13:00 საათიდან წავა, 16:00 საათზე კი პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.

ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.

ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც (პირველ ეტაპზე 5%-ით). გაფიცულები კი ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმყოფილდება. 

ამავე თემაზე:

გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში

"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.