ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა
FaceBook

საქართველოს მთავრობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ  გატარებული ღონისძიებების ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი,  საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, კანონი 8 737-მა პირმა დაარღვია. სულ, გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის 26 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. დაჯარიმებულებიდან 8 716 ფიზიკური, ხოლო 21 იურიდიული პირია.

ჯარიმების გადახდის ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, რის გამოც, დაჯარიმებული მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო დაკისრებული ფინანსური სანქციები, შესაძლოა გაუქმდეს.
ჯარიმების განულების შესაძლებლობა უარყო  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით,  ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალში მსგავსი პრევენციული ღონისძიება არ იმოქმედებს. თუმცა, სანქციები ზედმეტად მკაცრია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძისთვის, რომელიც მათი შემსუბუქების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს სტიმული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც,  შესაძლოა მომავალშიც   იყვნენ დამრღვევები.

''სამი ათასი ლარის გადახდა, ალბათ,  90%-ისთვის შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება უნდა მოვიფიქროთ''-, განაცხადა  მდინარაძემ.


მთავრობის ანგარიშის მიხედვით:

თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების 382 ფაქტია გამოვლენილი, დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევაზე დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების გამო დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვის  დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი; იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის გამო დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის გამო დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი;

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. საგანგებო  რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული 15 000 ლარით ჯარიმდებოდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.