ახალი ამბები
კალაძე გაფიცულ მაღაროელებს: ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება
FaceBook
ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში გაფიცულ მუშებთან "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მივიდა.

საპროტესტო აქცციაზე მისულმა კალაძემ მაღაროელებს დაჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება დღესვე დაიწყება.

ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე გაფიცული მაღაროელების მთავარი მოთხოვნა  ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

"თქვენ მიერ დაყენებული ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება. შეგიძლიათ, დღეს უკვე სამ საათზე ამ კომპანიასთან ბეჭდის დასმა (ამ პრობლემაზე), რომ  დავუსვათ წერტილი", - უთხრა მაღაროელებს აქციაზე კახა კალაძემ. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.




ამავე თემაზე:

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ შეთანხმდნენ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.