ახალი ამბები
ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ელექტროავტობუსების შესაძენად, რომელსაც ქალაქის მერი ჯერ კიდევ გასულ წელს აანონსებდა, ტენდერი ახლა გამოცხადდა.
სახელმწიფო შესყიდვა გაეროს გარემოსდაცვით პროგრამის პროექტის ფარგლებში გამოცხადდა, რომელშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით, ქუთაისის მერიაც იყო ჩართული.

შესაბამისად, ტენდერი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა, პროექტის "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში გამოაცხადა.

შედეგად, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად 2 ახალი ელექტროავტობუსი დაინიშნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცემა. 

როგორც ქუთაისის მერმა  განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ექვსთვიანი მოწოდების ვადა ექნება და ელექტროავტობუსები მიმდინარე წლის ბოლომდე გვეყოლება.

მანამდე კი, მიმდინარე წლის აპრილიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს, რომლის შესაძენადაც აეროპორტების გაერთიანებამ 1 მილიონ 383 408 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები წლებია, ამ პრობლემაზე საუბრობენ. გიდების თქმით, მაშინ როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, მუნიციპალური ტრანსპორტის (აეროპორტსა და ქუთაისის შორის) არარსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.

ამავე თემაზე:

შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, მერი აეროპორტისკენ ავტობუსების დანიშვნას წელსაც აანონსებს

ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა

"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პროტესტის 22-ე დღეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, ქუთაისის
პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
11:38 / 08.05.2024
პროტესტის 22-ე დღეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.