ახალი ამბები
წერეთლის ქუჩა კიდევ ერთი დღე იქნება გადაკეტილი - რა სვლაგეზით იმოძრავებს ტრანსპორტი
FaceBook
ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას მოძრაობის შეზღუდვიდან რამდენიმე საათის შემდეგ ავრცელებს.

მიზეზი წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა 13 -14 მარტს შეიზღუდება.

შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც:

N 1R ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი და შემდეგ გააგრძელებს ჩვეული მარშრუტით;

N 3 ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით;

N 4 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით;

N 5 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად;

N 41 ავტობუსი - ფალიაშვილის ქუჩიდან მოძრავი : აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ - ჩვეულებრივად; ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი: კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მუზეუმის ტერიტორიიდან ბალახვნის მიმართეულებით საავტომობილო გზა ისე გადაკეტეს, ამის შესახებ მერიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აღნიშნულ ქუჩაზე გზის "კეთილმოწყობის" სამუშაოები ორი წლის დასრულდა, მაგრამ ქუჩა ისევ გადათხრილია. ამ ეტაპზე საკანალიზაციო ჭის თავებს ცვლიან. სამუშაოებს კომპანია "ბლექს გრუპი" ასრულებს.

წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო. გზის კეთილწყობითი სამუშაოები 2022 ოქტომბერში დასრულდა, მაგრამ სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის ქუჩაზე ხარვეზები გამოიკვეთა, რომელიც დღემდე ვერ გამოასწორეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, წერეთლის ქუჩა ისე გადაკეტეს, მოქალაქეები არ გაუფრთხილებიათ - როდის დასრულდება სამუშაოები

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.