ახალი ამბები
წყალტუბოში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონალური ნაგავსაყრელი მოეწყობა
FaceBook
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ახალ ობიექტზე გამოყენებული იქნება ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები.

ობიექტის მშენებლობა, "ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანის მიმდებარედაა დაგეგმილი.

„ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას. აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“,- აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

განიხილეს პროექტის როგორც ინფრასტრუქტურული ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებზე.

პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ფოტო: ინტერნეტსივრცე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.