ახალი ამბები
ქუთაისში, უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად, ფართომასშტაბიანი კამპანია იწყება
FaceBook
ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.

„დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ ერთიანდებიან ქუთაისელები და იწყებენ ფართომასშტაბიან კამპანიას მოძმე უკრაინელების დასახმარებლად. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხული თანხები საბოლოოდ ქალაქ დნიპროს შესაბამის ფონდს გადაეცემა!“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

“ქუთაისი დნიპროსთვის!”- ამ სახელწოდებით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ჯგუფიც შეიქმნა.

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ დნიპროში მომხდარ ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა ქუთაისისა. "ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან", - განმარტა მან.

14 იანვარს, დნიპროში, რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს (მათგან 14 ბავშვი).

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ჰყავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.