ახალი ამბები
ქუთაისის მერია ოჯახების შექმნის მიზნით ერთჯერადი დახმარებით წყვილებს წელსაც წაახალისებს
FaceBook
ქუთაისის მერიის "ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" პროგრამით გასულ წელს არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია.
თუმცა, ამის მიუხედავად მერიამ წელსაც აღნიშნული პროგრამისთვის 5 000 ლარი მაინც განსაზღვრა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ვარლამ გობეჯიშვილი ამბობს, რომ წელს კრიტერიუმები შეცვალეს, რათა  მოქალაქეებს მარტივად შეძლებოდათ პროგრამით სარგებლობა. 

"რამდენიმე კომპონენტი შევცვალეთ, მაგალითად, წელს  აუცილებელი არ არის წყვილი სოციალურად დაუცველი იყოს. საკმარისია მხოლოდ ერთი იყოს სოციალურად დაუცველი და სარეიტინგო ქულა არა 70 000 ქონდეს არამედ, 120 ათასი. იქნებ ვინმე გამოგვეხმაუროს",
-  განმარტავს ვარლამ გობეჯიშვილი.

აღნიშნული პროგრამა  ქუთაისის ბიუჯეტში პირველად  გასულ წელს გაჩნდა. 

პროგრამა ქუთაისში რეგისტრირებული  და სოციალურად დაუცველი  ახალდაქორწინებული წყვილების ერთჯერად დახმარებას ითვალიწინებს. 500 ლარის მისაღებად წყვილმა ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მიმართოს.  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.