ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო ორმა დეპუტატმა დატოვა
FaceBook
პირველივე სხდომის შემდეგ, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში მანდატზე უარი ორმა დეპუტატმა თქვა.

"ქართული ოცნებიდან" ბაქარ მახარაძემ და "სტრატეგია აღმაშენებლიდან" დავით აბულაძემ, წარმომადგენლობითი ორგანო დატოვეს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ახალარჩეული საკრებულოს დეპუტატი გია ბასილაძე ამბობს, რომ ბაქარ მახარაძემ, რომელიც დეპუტატად არჩევამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მუშაობის გაგრძელება ისევ მერიაში, იგივე პოზიციაზე არჩია.

"ეს იყო შიდა გადანაცვლება. მაშინ ასე იყო საჭირო და შემდეგ დაფიქრდა ადამიანი და ჩათვალა, რომ მერიაში უფრო საჭიროა მისი ყოფნა", - განაცხადა გია ბასილაძემ.

ბაქარ მახარაძეს ქუთაისის საკრებულოში მმართველი პარტიის ქუთაისის პროპორციული სიის მომდევნო ნომერი, ჯემალ ბიბილეიშვილი შეცვლის.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს დავით აბულაძეს კი კობა გურული ჩაანაცვლებს.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17.  მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას - ორი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.