ახალი ამბები
„ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის  ნიშნებს“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე
FaceBook
პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  რიონის ხეობაში 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლას, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომი უწოდა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგეთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, თუმცა, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, მეორე მხარეს კი დგანან პოლიტიკოსები და უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული ადამიანები, რომლებიც ჰიბრიდულ ენერგეტიკულ ომს აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ.

"ის აჟიოტაჟი და ხმაური რაც არის დაწყებული ნამახვანჰესზე, არის აბსოლუტურად გაუგებარი.  იქ არის მოსახლეობა, რომელიც გულწრფელად არის ჩართული ამ პროცესში და მინდა გავმიჯნო ერთის მხრივ,  ეს გულწრფელად ჩართული ადამიანები და მეორეს მხრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ზოგიც პოლიტიკოსი და ზოგიც უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული, ინსპირირებული  მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. ჩვენ დღეს ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ  ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
", - განაცხადა პრემიერმა.

მან რიონის ხეობის მცხოვრებლებს ის ოთხპუნქტიანი გეგმა შეახსენა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში 12 მარტის ჩაშლილ შეხვედრაზე წარმოადგინა და რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია.

"მინდა იმ მოქალაქეებისთვის განვმარტო,  ვინც გულწრფელად წუხს, იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს ზოგს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. მათ შორის მინდა გამოვყო, პირველი:  კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და ამაზე კომპანია დავითანხმეთ; კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად, მათ შორის ჩვენი ექსპერტების, უცხოელი სპეციალისტების მოწვევით;  შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი,  არის თუ არა დამაზიანებელი; ასევე, რიონის ხეობის განვითარებისთვის ამ ეტაპზე შეიქმნება 5 მილიონიანი ფონდი. აქვე მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას კომპენსაციებში. ამას გარდა 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში.  2000 კაცი დასაქმდება მშენებლობაზე და 4000-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. დამისახელეთ კომპანია, რომელიც ამ პანდემიის დროს ამხელა  ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში.  ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე სურვილით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კომპანია "ენკასთვის" მიწების გადაცემაზე. მისი თქმით, ეს  მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია და ამ საკითხის მიმართ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს.

"იქ საუბარი იყო ასევე,  ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემაზე. ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 155-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს
რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს
პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა
"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ
რიონის ხეობის „მცველები“
"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს
პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)
დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)
გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.