ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციას მართავს
FaceBook
გაერთიანებული  ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა  სხვადასხვა ქალაქების შემდეგ ქუთაისშიც გადმოინაცვლა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

„ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი ან ვიწყებთ ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებას ან არ ვეგუებით ამ უმსგავსობას. ხალხის გულისწყრომაც სწორედ ამისკენაა მიმართული,ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ე.წ საჩივრებს, სხდომა მათ გადადეს უკვე, ყველა ოქმი არის გადასწორებული,ობიექტური იქნება თავიდან გადათვლა ამ ხმების და ხელმეორე არჩევმების ჩატარება"-, აცხადებს გიორგი თევდორაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“  იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი..




საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ,  მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა, რის გამოც ისინი  მიღებული მანდატით პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მათი მოთხოვნაა ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე  არჩევნები. 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა პარლამენტში 75 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მანდატი სჭირდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

"ქართული ოცნება" (48.15%) - 61 მანდატი
"ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" (27.14%) - 34 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
"ევროპული საქართველო" (3.78%) - 4 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
"ლელო" (3.15%) - 4 მანდატი
"პატრიოტთა ალიანსი" (3.14%) - 4 მანდატი
"სტრატეგია აღმაშენებელი" (3.15%) - 4 მანდატი
"გირჩი" (2.89%) - 3 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" (1.33%) - 1 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)
"ლეიბორისტული პარტია" (1%) - 1 მანდატი.

პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში მერებიც აირჩიეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.