ახალი ამბები
"ქუთაისის გულებში დაკიდეთ დროშა" - გოგი წულაია დროშის აღმართაზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვის ამდროდე გაჭიანურებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადგილზე დაწყებული დგარის მოწყობის სამუშაოების შემდეგ მიწამ ჩაწევა დაიწყო.


ადგილი, სადაც მიწა ჩავარდნილია


"უკვე ხუთჯერ ამოავსეს, მაგრამ მაინც ჩადის მიწა. არ ვიცი შიგნით გამოქვაბულია, ქვედა დინებებია წყლის თუ რა არის, მარგამ ფაქტია, რომ რაღაც საშიშროებაა. ქუთაისის გულებში დაკიდეთ დროშა, სულ არ უნდა ასეთი დროში ფრიალი, გადაარჩინე, ფუნქცია მოუნახე ამ ქალაქს", - ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ცდილობდა.


ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAთ190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.