ახალი ამბები
"გთხოვ, მასუნთქე" - აბიტურიენტების მდუმარე აქცია ქუთაისში
FaceBook
"ჟანგბადი გვჭირდება,"  "ჩვენ გვინდა უნივერსიტეტში და არა საავადმყოფოში", "გთხოვ მასუნთქე"
- ამ და სხვა სლოგანით აბიტურიენტებმა ქუთაისის მერიასთან მდუმარე აქციას გამართეს.

ამ ფორმით ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე, გამოცდების მიმდინარეობისას პირბადე უნდა ეკეთოთ. ახალგაზრდების თქმით, პირბადეები გამოცდაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნით.

"პირბადე 50%-ით აფერხებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას და ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დაგვიშვან გამოცდებზე პირბადის გარეშე", - ამბობს ლუი კაცაძე.

ახალგაზრდების პროტესტს მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტები აქცია-პერფორმანსების გაგრძელებას გეგმავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობის დროს პირბადის ტარებას ავალდებულებს.

ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, გამოსაცდელი პირი გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში - გამოცდიდან მოიხსნება. გამოცდის პროცესში კონდენცირების სისტემა ჩართული არ იქნება.

საგამოცდო ცენტრები გამოცდის დაწყებამდე და შუალედებში გაგრილდება, ხოლო გამოცდის მიმდინარეობის დროს, ოთახების გაგრილება ღია ფანჯრების საშუალებით მოხდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.