ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია აღარ ჩაუტარდება
FaceBook

ქუთაისის მერია ცენტრალურ ბულვარს დაპირებულ რეკონსტრუქციას აღარ ჩაუტარებს.


საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში მხოლოდ შადრევნის განახლებისთვის არის თანხა გათვალისწინებული. რატომ გადაიფიქრა მერიამ ბულვარის რეკონსტრუქცია, დავით ნიშნიანიძეს ამაზე პასუხი არ აქვს.

„მე ვერ გეტყვით. ალბათ, ინფრასტრუქტურას უნდა კითხოთ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.


დამატებითი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ბექა ყურაშვილს.  


ერთი წლის წინ კი აცხადებდნენ, რომ: "დამონტაჟდება ვაზის ტიპის შადრევნები,  რაც მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე, მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია".


ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის ზაფხულში დააანონსა. ბულვარის საბოლოო ესკიზის შერჩევა საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე   სხვადასხვა  ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი  ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ,  მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.



ერთ-ერთი ვერსიით,  ასეთი იქნებოდა ბულვარი რეკონსტრუქციის შემდეგ


ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171  წლისაა და ის მუშტაიდის პარკის შემდეგ,  სიძველით,  მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა  სარეკონსტრუქციო სამუშაოები,  თუმცა,  მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.