ახალი ამბები
"ბუნებრივ აირზე ტარიფების გაზრდა არ გვემუქრება" - ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას გამორიცხავს.
მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გაზის ღირებულებამ არ მოიმატოს.

''ბუნებრივი ტარიფების დინამიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი რეგულატორი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ტარიფების გაზრდა არ გვემუქრება, რადგან სახელმწიფოს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას"-განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ამის შესახებ ზესტაფონში ისაუბრა, სადაც სოფლებში:ზედა კლდეეთსა და ტაბაკინში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით სულ 300 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება, მათ შორის, 60 იმერეთში. ნათია თურნავას ინფორმაციით, ზესტაფონში მომავალი წლის გაზაფხულიდან ბუნებრივ აირს 830 ოჯახი მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.