ახალი ამბები
"თუ ერთ კვირაში პრობლემა არ მოგვარდა, ხელშეკრულებას შევწყვიტავთ" - ქუთაისის მერია ტაბიძის ქუჩაზე
FaceBook

ქუთაისის მერიამ კომპანია "ჯეო სერვისს ", რომელიც ტაბიძის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს,  შესაძლოა, ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

ქუთაისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ კომპანიამ მის კონტრაქტორს თანხა არ გადაუხადა, რის გამოც სამუშაოები შეჩერდა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, თუ "ჯეო სერვისი" პრობლემას ერთი კვირის ვადაში ვერ მოაგვარებს, მერია ხელშეკრულებას შეუწყვიტავს.


"თუ ერთი კვირის ვადაში პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას მასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ეს იქნება მაგალითი ყველა კომპანიისთვის, რომ ჩვენ ვიქნებით მკაცრები მათ მიმართ, ვინც ვალდებულებებს არ შეასრულებს", - განაცხადა ქუთაისის მერმა.

მისი თქმით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო კომპანია ყოველდღიურად 1200 ლარით ჯარიმდება. რაც შეეხება იმას, გამოაცხადებს თუ არა მერია განმეორებით ტენდერს, ქალაქის მერის თქმით, ამ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც გაირკვევა კომპანიის პოზიცია აგრძელებს თუ არა სამუშაოებს.

ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ერთი კვირაა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა.



ამავე თემაზე:

"სახლებს საძირკველი უჩანს" - რა ხდება ტაბიძის ქუჩაზე (ვიდეო)


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.