ახალი ამბები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება ექვსი თვით გადავადდება
FaceBook
მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებას 2019 წლის პირველი იანვრიდან ვერ ასწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის 21 ივლისს მიიღო, როგორც ირკვევა, კანონის ამოქმედებამდე დათქმულ ვადაში ინსპექტორის სამსახურისთვის ვერც ადამიანური და ვერც მატერიალურ–ტექნიკური რესურსის მომზადება ვერ მოხერხდა. მთავრობამ ვერც საჭირო თანხის მობილიზება შეძლო.

კანონის ექვსი თვით გადავადების შესახებ კანონპროექტი,  პარლამენტმა პირველი მოსმენით 22 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე განიხილა.

"იმისთვის, რომ ეს სამსახური ამოქმედდეს, უნდა მოხდეს ძალიან კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი გადამზადება და ეფექტური გამოიების წარმართვა. დღეის მდგომარეობით ასეთი საშტატო ერთეული არ არსებობს. სამწუხაროა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ეს ვერ შეძლეს. იმისთვის,  რომ აღნიშნული სამსახურის ამოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ის შრომა, რაც იქნა გაწეული, წყალში არ ჩაიყაროს, საჭირო გახდა ვადის ექვსი თვით გადაწევა",–განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი იონათაშვილმა.

კანონის გადავადების გამო დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უკამყოფილება გამოთქვეს და მთავრობა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ პარლამენტს ამის შესახებ დაგვიანებით ეცნობა.

"ამას არ უნდა ვიგებდეთ ორი კვირით ადრე და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამაზე, ახლა აქ უნდა იყვნენ და უნდა სცემდნენ კითხვებზე პასუხს, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ კანონის ამოქმედებას"–განაცხადა ნინო გოგუაძემ.

თამარ ხულორდავას თქმით კი, ის ფაქტი, რომ კანონის გადავადების შესახებ პარლამენტი დაგვიანებით იგებს, საკანონმდებლო ორგანოს აკნინებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო იქნება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.