ახალი ამბები
ტყიბულის შახტში შემთხვევის ადგილზე მოპოვების სამუშაოები შეწყდა
FaceBook
ტყიბულის შახტში შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მათი გადაწყვეტილებით,ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა,რადგან სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს.

შესაბამისად, გაიცა განკარგულება,რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს. ვიდრე ადგილის სრულყოფილად დათვალიერება არ მოხდება, არ საუბრობენ კონკრეტულ მიზეზებზეც რადგან ამ ეტაპზე დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. 

,,პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან არაგეგმიურად უბედური შემთხვევების დროს. ტექნიკური ხარვეზები ხშირად არის, თუმცა კრიტუკული შეუსაბამობები იშვიათად. ძირითადად არის პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები, "- ამბობს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვიბის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე .

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა 27 ოქტომბერს. მათი თქმით, ის ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე და წამყვანი სპეციალისტი იყო.

ოჯახის წევრები უსაფრთხოების ნომრმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, შესაბამისად, მათივე თქმით, დაზღვეული არავინ არის.




ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.