ახალი ამბები
მასწავლებელთა ჯილდოს კონკურსში ქუთაისის #33 სკოლის მასწავლებელი საუკეთესო ათეულში მოხვდა
FaceBook

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსში ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი საუკეთესო ათეულში მოხვდა.

მარინა ისკაკოვა VIII-XI კლასის ქიმიის მასწავლებელია და ამასთანავე სკოლის დირექტორიც.

მისი თქმით, მასწავლებელთა ჯილდოს ეროვნულ კონკურში მონაწილების მიღება მისი პროფესიის პოპულარიზაციისთვის და დაფასების გამო გადაწყვიტა.


" მინდოდა მაგალითი მიმეცა სხვებისთვის, რომ ჩვენი პროფესია კიდევ მეტად დაფასდეს", - ამბობს  ჩვენთან საუბარში  მარინა ისკაკოვა.

მასწავლებელთა  ჯილდოს მოპოვებისთვის იმერეთიდან ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის II, V-VIII ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ტყემალაძეც გამოვლინდა.


მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსში, საუკეთესო ათეული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩა.

მასწავლებელთა ეროვნულ ცენტრში  განმარტავენ, რომ კონკურსის ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს.

"სექტემბრის ბოლოსკენ მოხდება მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება და შემდეგ მოხდება 5 საუკეთეოს შერჩევა. მათ შორის ჩატარდება გასაუბრება" - ამბობს მასწავლებელთა ეროვნული სახლის წარმომადგენელი, თაია მახარაძე.

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს დაჯილდოვების ცერემონია 5 ოქტომბერს გაიმართება. სადაც ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც საჩუქრად  10 000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცემა.

მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს კონკურში საქართველოში პირველად ტარდება. მასში რეგისტრაცია 114 მასწავლებელმა გაიარა.


ამავე თემაზე:

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსზე იმერეთიდან 17 პედაგოგი დარეგისტრირდა

"პედაგოგებს თანაბარი პირობები არ აქვთ" - მასწავლებლები ჯილდოს მოლოდინში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.