ახალი ამბები
ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა.

ამ მიზნით შერჩეული ადგილი, უძრავ ქონებასთან ერთად, თვითმმართველობის საკუთრებიდან უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადაეცა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 26 ივლისს ქუთაისის საკრებულოს რიგით 35-ე სხდომაზე მიიღეს.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონს განათლების სამინისტრო მოაწყობს.

დამატებითი დეტალებისთვის უწყებას მივმართეთ. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ სკოლა-პანსიონის პროექტირება მიმდინარე წელს მოხდება.

თუ რამდენ მოსაწავლეზე იქნება გათვლილი სასწავლო დაწესებულება, ამ დროისთვის უწყებაში არ იციან. თუმცა, ამბობენ, რომ ის ნებისმიერ მსურველს მიიღებს.

გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ახალ ადგილზე, ამის გასარკვევად
საგანმანათლებლო რესურცენტრს დავუკავშირდით. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დეტალები მისთვისაც უცნობია.

"ჯერ უნდა მოხდეს მიწის გამოყოფა, შემდეგ პროექტი შედგება და განისაზღვრება პანსიონი განთავსდება თუ ფიზიკა-მათემატიკის ახლანდელი სკოლაც გადავა იმ ადგილზე," - ამბობს ბადრი ვაშკიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.