ახალი ამბები
ჭიათურაში დაღუპული მუშის დაკრძალვის ხარჯებს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავს
FaceBook

ჭიათურაში მადანის გადამამუშავებელ საამქროში გარდაცვლილი მუშის დაკრძალვის ხარჯებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი"  გაიღებს.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაქარია ზალიკაშვილმა განუმარტა.

"მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. ადგილზე გარდაიცვალა საამქროში დასაქმებული მუშა. ჩვენი კომპანია დაკრძალვის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს",  - ამბობს ზაქარია ზალიკაშვილი. ჭიათურის მადანი შპს "ჯორჯიან მანგანეზის" დაქვემდებარებაშია.

საამქროში დასაქმებული მუშა სამუშო პროცესში მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარებს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.