ახალი ამბები
ქუთაისის მერია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს" კვლევას ეხმაურება და  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ორაგანიზაციას  მერიაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატებისა და პრემიების შესახებ დეტლაური ინფორმაცია მიაწოდა.  ჯავახია ამბობს, რომ პრემია და დანამატი ადგილობრივ თვითმმართველობაში დამსახურების მიხედვით გაიცა.

"მერიის თანამშრომლები მუშაობენ არასამუშაო დღეებში და საათებში, რის გამოც ეძლევათ დანამატი. ასევე, პრემია მიეცათ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ხარისხობრივად უფრო კარგად იმუშავეს. ყველა, ვინც დაიმსახურა ან დაიმსახურებს მიიღებს პრემიას და დანამატს. მეც ვიღებ პრემიას და დანამატს დამსახურების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში" - განმარტა ჯავახიამ. 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ჯამში ექვსჯერ ნაკლები პრემია და ნამატია  გაცემული. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" კვლევის მიხედვით, ქუთაისი გაცემული პრემიისა და დანამატის მიხედვით, იმერეთის რეგიონში ლიდერია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.