ახალი ამბები
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი წელს არ გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი გადაიდო.

მისი გამართვა შემოდგომაზე იგეგმებოდა. მასში მონაწილეობას ის ქართველი და უცხოელი რეჟისორები მიიღებდნენ, რომლებმაც გასულ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.

"ახალგაზრდული ღონისძიებების 2016 წლის ბიუჯეტში იყო გათვალსიწინებული ფესტივალი. თუმცა, რადგანაც ე.წ კინოთეატრის "საქართველო" გახსნა გადაიდო რამდენიმე ხნით, ამიტომ ცვლილებები შევიდა დაგეგმილ ღონისძიებებშიც", - აღნიშნა ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, თამარ ნიკოლეიშვილმა.

კინოთეატრის "საქართველო" ადმინისტრაციაში კი ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ კინოდარბაზები წლის ბოლომდე გაისხნება.

"ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება," - განმარტავენ კინოთეატრის ადმინისტრაციაში.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ფესტივალს სხვა პროექტი "ზაფხულის კინოსკოლა" ჩაენაცვლა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ ჩართული. კინოსკოლის ფარგლებში ორი ფილმი გადაიღეს.

მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში იმედს გამოთქვამენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდული კინოფესტივალის გამართვისთვის თანხები, ოღონდ უფრო მასშტაბური სახით, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ახალგაზრდა ავტორების მონაწილეობით.

"ჩვენი სურვილია ფესტივალში ჩაერთონ ის ქართველი ახალგაზრდა კინორეჟისორებიც, რომლებმაც ამ კინო სკოლაში გაიარეს გაკვეთილები", - აღნიშნა თამარ ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ფესტივალზე მოწვეული იქნებიან პროფესიონალებიც, რომლებიც დამწყები რეჟისორებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.

მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.