ახალი ამბები
"ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ" – ფოტოალბომის პრეზენტაცია
FaceBook
ქუთაისის მერიაში ორენოვანი ფოტოალბომის "ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ" პრეზენტაცია გაიმართა.

მასში თავმოყრილის ინფორამაცია ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, თეატრების, სამზარეულო კულტურის, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა და განვითარების სამომავლო პერქსპექტივების შესახებ.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ქალაქის შესახებ მსგავსი შინაარსის ინფორმაციული წიგნი, საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გამოცემულა.

"30 წელია მსგავსი შინაარსის გამოცემა ჩვენი ქალაქის შესახებ არ ყოფილა, რომელშიც მოთხრობილი იქნებოდა სამეცნიერო–პოპულარულ თემაზე ქალაქის ისტორია, აწმყო და მომავალი, ამიტომაც წიგნი, პირობითად, სამ ნაწილად არის დაყოფილი," – აღნიშნავს კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, თამთა თურმანიძე.

ქუთაისის მერის ინფორმაციით, მომავალში წიგნი გაზრდილი ტირაჟით, რეგულარულად გამოიცემა.

ფოტოალბომი "ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ" მერიის კულტურის სამსახურის მიერ დაიბეჭდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.