ახალი ამბები
ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციაზე - თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს
FaceBook
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო, კრიტიკას პასუხობს ქუთაისის მერია.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშაოებს ქუთაისის მერია არ ახორციელებს, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება მისი შესრულების ვადებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

"თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს. ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა ფირმა "smk"-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა. პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის მერიამ სამი დღით მთლიანად გადაკეტა ქუჩა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება",– ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად წყლის მოსახლეობაში გადაყვანა ხორციელდება და თუ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად სამი დღე არ ეყოფა, მერია ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ადგილობრვი თვითმმართველობის ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე გზის საფარი წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება, რასაც ასევე "smk" განახორციელებს.

ასათიანის ქუჩა სამი დღის წინ გადაიკეტა. საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ასათიანის ქუჩით გადაადგილდებოდა, ამ დრომდე შემოვლით გზით სარგებლობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პროტესტის 22-ე დღეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, ქუთაისის
პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
11:38 / 08.05.2024
პროტესტის 22-ე დღეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.