ახალი ამბები
ქუთაისში ავარიაში დაშავებული მძღოლი მაჟორიტარობის კანდიდატის ოჯახისწევრია
FaceBook
ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული მძღოლი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის ოჯახისწევრია.

ავტოსაგზაო შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა.

დაშავებული BMW მარკის ავტომობილის მძღოლი დიმიტრი მხეიძის მეუღლის მამაა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ორივე ფეხი და ხელი დაუზიანდა.

ადგილზე მყოფები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. როგორც ისინი ყვებიან, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.