ახალი ამბები
ქუთაისის მერი - ჩემი პრობლემა არაა თუ "ნაციონალებს" ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" დაჟინებით მოითხოვს, ქალაქის ცენტრალური უბნის ქუჩების გადაკეტვა მოახდინოს რათა, პრობლემა შეექმნას მოსახლეობის გადაადგილებას".

ქუთაისის მერი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი თევდორაძის მიერ, მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ადგილის გამოყოფასთან დაკავიშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხაურება.

შოთა მურღულიას განმარტებით, თუ კი აღნიშნული პარტია პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობის გაღიზიანებაზე ქალაქის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვის გამო, თანახმა იქნება ჩაატარონ თავიანთი აქცია.

მისივე თქმით, "ნაციონალები" იმის გამო ითხოვნენ ვიწრო ქუჩებს, რომ მათ უკვე აღარ შუძლიათ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების შეკრება.

"ერთადერთი "ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც დაჟინებით მოითხოვს, რომ ქალაქის ცენტრალური უბნის ქუჩების გადაკეტვა მოახდინოს რათა, პრობლემა შეექმნას მოსახლეობის გადაადგილებას. გია თევდორაძესთან ნამდვილად მქონდა სატელეფონო საუბარი, რომელშიც ის მეუბენოდა, რომ მათ არ უნდოდათ ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატილი ადგილი, არ უნდოდათ ის ტერიტორიები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური პარტიები იყენებენ, რადგან მისი აზრით, ისინი იმ ადგილას ბევრნი ვერ გამოჩნდებოდნენ. ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს", - განაცხადა ქუთაისის მერმა.

მისი თქმით, ქუთაისის მერია არ გამოიყნებს იმ მეთოდს, რასაც ოთხი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება იყენებდა, რომ საარჩევნოდ ხელს უშლიდა პოლტიკურ პარტიებს მხარდამჭერებთან შეხვერდას.

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში 2016 წლის 1 ოქტომბერს აქციას აწყობს. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.