ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიის საქმიანობას ამოწმებს
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის 2014-2015 წლების ფინანსური საკითხების მიზნობრიობას და ეფექტიანობას იკვლევს.


შემოწმება მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დაიწყო.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ აღნიშნული შემოწმება გემგიურია, რომელსაც შესაბამისი სამსახური ეტაპობრივად ატარებს.

"აქ არ არის საუბარი რაიმე სახის დარღვევაზე. უბრალოდ, ეს არის შემოწმება ტარდება იმისთვის, თუ რამდენად ეფექტიანად განხორციელდა მუნიციპალიტეტის მუშაობა გასულ წლებში", - ამბობს ჯავახია.


მოქმედ კანონმდებლობასთან მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა, ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკონონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცულობა, შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუტეები და ნაკლოვანებები, რეკომენდაციები, - ეს ის საკითხებია, რომელიც შემოწმების შედეგად მომზადებულ აუდიტის ანგარიშში აისახება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8 წევრიანი ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის გასული წლების საქმიანობის შესწავლას, დაახლოებით, ორ თვეში დაასრულებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.