პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პარტიებს ორი ადგილი გამოუყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ საარჩევნო კამპანიის გასაწევად პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ ორი ადგილი გამოუყო.

მოსწავლე ახლაგაზრდობის პარკის ტეროტორია და საფიჩხიაზე ე.წ ხარაზოვის ბაღში არსებული შენობა - სწორედ, ეს ადგილები დაუთმო მერიამ ქალაქში არსებული პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს აგიტაციის ჩასატარებლად.

ადგილობრივ თვითმმართველობას პოლიტიკური პარტიებისთვის სააგიტაციო ადგილების გამოყოფა "საარჩევნო კოდექსით" აქვს განსაზღვრული.

ამავე კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობას გარკვეული ვალდებულება და შეზღუდვები აქვს.

ქუთაისის მერიამ, ასევე ის ადგილები გამოყო, სადაც საარჩევნო პლაკატებისა და ბროშურების განთავსება არის შესაძლებელი.

მიმდინარე წლის 8 ოქტომებრს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისიდან დაიწყო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.