ახალი ამბები
"ქარავან არტ ფორუმი 2016" ქუთაისის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა
FaceBook
თანამედროვე ხელოვნების ფორუმში ათზე მეტი ქვეყნის ოცამდე მხატვარი მონაწილეობდა.


თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016", რომელსაც ქუთაისი მასპინძლობდა, ქალაქის მერიას 50 ათასი ლარი დაუჯდა. მერია ამ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ.

თანამედროვე ხელოვნების ფორუმში ათზე მეტი ქვეყნის ოცამდე მხატვარი მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, კონფერენციები, მოიხატა კედელი მონ-პლაზირის ტერიტორიაზე.

ფესტივალი კონცერტით დასრულდა, რომელიც პროექტის Cross Over the World გაგრძელება გახლდათ. ნიუ-იორკისა და ბეირუთის შემდეგ, დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა და საოპერო შემსრულებელმა, ანიტა რაჭველიშვილმა კონცერტი ქუთაისში გამართეს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

პროექტში, ასევე ჩართულნი იყვნენ მესაყვირე დავით შამანაური და ალტისტი გიორგი ცაგარელი.

მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის მონაწილეთა ჰონორარმა 30 ათასი ლარი შეადგინა, აპარატურა - 750 ლარი დაჯდა, მესხიშვილის თეატრის იჯარა -1500 ლარი, ბანერი - 261 და მონაწილეთა ტრანსპორტირება 585 ლარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.