ახალი ამბები
დღეს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება
FaceBook
22 აპრილს მსოფლიოში  დედამიწის დღე აღინიშნება.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატორი გეოლორდ ნელსონის ინიციატივით მას შემდეგ დაარსდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

დედამიწის დღის დაწესების მიზანი საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

როგორც დედამიწის დღის დამფუძნებელი, ამერიკის მთავრობამ სენატორი გეოლორდ ნელსონი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

დედამიწის დღეს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს 193 ქვეყანაში აღინიშნება.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყანაში "მშვიდობის ზარი" ირეკება, რომელიც სიმშვიდის, მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლოა.

პირველად "მშვიდობის ზარი" გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 1954 წელს დამონტაჟდა.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება, 1990 წლიდან შეუერთდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.