ახალი ამბები
ქუთაისის მერია კერძო სასწავლებლების აღწერას იწყებს
FaceBook
"ჩვენი მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში".

ქუთაისის მერია სამედიცინო და განათლების სფეროს კვლევას იწყებს. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალი კვირიდან ქალაქში არსებული სამედიცინო და სხვა კერძო სასწავლებლების აღწერას იწყებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისში დაახლოებით 200-მდე კერძო სამედიცინო და სხვა კერძო სასწავლებელია, რომლის კვლევა როგორც მერიაში განმარტავენ, ერთ თვეში დასრულდება.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, აღნიშნული აღწერები ხელს შეუწყობს ბიზნესობიექტებს სამედიცინო და განათლების სფეროში ჯერ პრობლემების გაცნობას, შემდეგ კი მათ მოგვარებას.

"ჩვენი მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში, რომ გავიგოთ თუ სად რა პრობლემა არის", - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.

მისი განმარტებით, ეკონომიკის სამსახურს კიდევ დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა სფეროში აქვს ანალოგიური აღწერა დაგეგმილი.

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს 300 საწარმო და 3 279 ბიზნესსუბიექტი გამოკითხა.

იმ დროისთვის ბიზნესობიექტების წარმომადგენლები მერიას ინიციატივას იწუნებდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.