ახალი ამბები
ქუთაისში უსახლკაროებს კალამი და ფურცელიც არ გააჩნიათ განცხადების დასაწერად - „გირჩი“
FaceBook
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმართველობას უსახლკაროებისთვის კარვების გაშლას ურჩევს.

"გირჩში" აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ქალაქში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები კარვების გაშლას თავადაც ითხოვენ.

"გირჩში" ირწმუნებიან, რომ უსახლკარო ოჯახებმა ადგილობრივ თვითმმართველობას კარვების გახსნის საჭიროებისთვის იმ მიზეზის გამო ვერ მიმართეს, რომ მათ განცხადების დასაწერად კალამი და ფურცელი არ გაარჩნიათ.

"ამ ადამიანების პრობლემა მარტო საცხოვრებელი სახლი არაა, მათ ფურცელი და პასტაც არ აქვთ, რომ განცხადება დაწერონ. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მერიასთან, ამ ოჯახების მონაცემები გადავცეთ, რათა მოხდეს მათთვის შედარებით ნორმალურ პირობებში გადაყვანა," - ამბობს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.

"გირჩი" ასევე, ადგილობრივი თვითმმარველობის მიერ 2016 წელს დაგეგმილი სოციალური საცხოვრისის მოწყობის იდეასაც აკრიტიკებს.

როგორც ცამციშვილი ამბობს, ქალაქის მერიამ სწორად და საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს რა კატეგორიის ოჯახების შესახლება უნდა მოხდება პირველ ეტაპზე საცხოვრისში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაში კარვების გაშლის მოთხოვნაზე მერიაში მომართვიანობა არ იყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.