ახალი ამბები
განათლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა - შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წამომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

მისი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლებისთვის კანონმდებლობის გაცნობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და ინსპექტორის როლის შესახებ ინფორმირებულობა იყო.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს.

„განვიხილავთ იმ საკანონდებლო რეგულირებას, რაც გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად და წარვადგენთ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ დაცვას,“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წამომადგენელმა, ანი ნოზაძემ.

შეხვედრას წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

„მნიშნელოვანია მსგავსი შეხვედრები და იმ ინფორმციის მიღება, რაც აქ გაჟღერდა. როგორც, იურისტი, ბუნებრივია, ამ საკითხებს ვიცნობ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, როგორც სტუდენტთა, ასევე ნებისმიერი სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვა,“ - განმარტა ჩვენთან საუბარში აწსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის ლექტორმა, მამუკა აშვეთიამ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში 2013 წელს დაარსდა და ის საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით მიმდინარეობს.

სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას. ის, ასევე, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ინსპექტორის აპარატმა თბილისის რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე განახორციელა. ასევე, დადგეგმილია ღონისძიების მოწყობა ბათუმის უნივერსიტეტშიც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.