ახალი ამბები
ქუთაისის N33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა
FaceBook

საქართველოში პირველად 9 მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭა.

ამ სტატუსის მქონე პედაგოგებს შორის, ერთ-ერთი ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, მარინა ისკაკოვაა. მისი თქმით, სტატუსის მისანიჭებლად ის უკვე მეორე წელია სხვადასხვა ტრენინგებსა თუ კონფერენციებში აქტიურად ერთვება.

"ორი წლის წინ მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამის შემდეგ მინდოდა გავმხდარიყავი მენტორი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩამთვის. დავაგროვე საჭირო კრედიტები, ჩავატარე 4 მოდელირებული გაკვეთილი, ასევე, სკოლის საჭიროებებზე ჩავატარე კვლევა და მივიღე არაერთ კონფერენციაში მონაწილება, რაც ძალიან დამეხმარა მიზნის მიღწევაში", - ამბობს ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, მარინა ისკაკოვა.

მისი თქმით, მენტორის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მოტივაცია მისთვის მაღალი ანზღაურებაც იყო, რადგან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის ხელფასი 700 ლარს შეადგენს. მარინა სიკაკოვა, ასევე მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსის  10 ფინალისტს შორის მოხვდა.

მასწავლებეთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, რომელიც 2017 წლის იანვარში დამტკიცდა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა 25 კრედიტქულა უნდა დააგროვოს. სტატუსის მოპოვებისთვის მასწავლებელი ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს, ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ასევე, ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას. აღნიშნული აქტივობებით მასწავლებელი შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს. მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე ცხრავე მასწავლებელს, მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი თავად შეხვდება და სტატუსის დამადასტურებელ სიგელებს გადასცემს.

ახალი სქემის მიხედვით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც მენტორის სტატუსს მოიპოვებენ ის სამუდამოდ შეუნარჩუნდებათ. საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა 4 ტიპის სტატუსი განისზღვრება. ესენია პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლები.

მენტორი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია პედაგოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს საჯარო ან კერძო სკოლაში.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.