ახალი ამბები
ქუთაისში პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში,  პარლამენტთან ბუნებრივი აირის გაძვირება გააპროტესტეს.
"ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ კომპეტენტური აუდიტის დანიშვნა მოითხოვა, რომელიც შეამოწმებს რეალურია თუ არა გაძვირებული ტარიფი.

"მოვითხოვთ დაინიშნოს კომპეტენტური აუდიტი, რომელიც შეამოწმებს და იტყვის რეალურია თუ არა ეს დაწესებული ფასი. მთავარია ხალხი დარწმუნდეს იმაში, რომ მათ ხელისუფლება ატყავებს", - ამბობს გოგი წულაია.

მისივე თქმით, თუ ახლა ხალხი ხელისუფლებას ძალას არ დაანახებს, ის დენისა და წყლის ტარიფის გაძვირებასაც აანონსებს.

გოგი წულაიას თქმით მომდევნო აქცია მაშინ გაიმართება, როცა გაზის გაძვირების წინააღმდეგ ხელმომწერების რაოდენობა 30 000-ს მიაღწევს.

იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს 20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა. შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.



ამავე თემაზე:

გოგი წულაია გაზის ტარიფის გაძვირების გასაპროტესტებელ აქციებს 20 სექტემბრიდან აანონსებს

ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირება ათამდე ადამიანმა გააპროტესტა

20 ივლისიდან იმერეთის აბონენტებს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.