ახალი ამბები
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებმა წყლის მიწოდების მოთხოვნით გზა გადაკეტეს
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას ითხოვენ.
თამარ მეფის ქუჩა #90-ში მცხოვრებელბის განმარტებით, უკვე ორი კვირაა წყალი არ მოეწოდებათ.

"ყურადღებას არ გვაქცევენ საერთოდ, როგორ შეიძლება წყალი არ იყოს ორი კვირა", -  აცხდებენ ადგილობრივები. 

გზის გადაკეტვის გამო განაწყენებული მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა რა დროსაც ის ბავშვს დაეჯახა, თუმცა, მოზარდი არ დაშაებულა.

ამ დროისთვის გზა გახსნილია. აქციის მონაწილეებს პარტია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კოპმანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის თქმით, ადგილზე ფარული წყლის დენა ფიქსირდებოდა და ამ დრომდე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მისივე თქმითვე, სხვადასხვა პროცედურასთან არის დაკავშირებული, რამაც პრობლემის მოგვარების გაჭიანურება გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.