ახალი ამბები
ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციის მისაღებად განცხადების წარდგენის ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ
FaceBook
საბჭოთა ჯარისკაცებს, ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს ოდენობით კომპენსაციის მიღების ვადა 30 სექტემბრამდე აქვთ.

საუბარია, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ადაიანებზე.

კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მიმდინარე წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

კერძოდ, გერმანიის ბუნდესტაგმა 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ყოფილმა საბჭოთა კავშირის ტყვეებმა სიმბოლურად უნდა მიიღონ ფინანსური დახმარება. სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე, შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 2500 ევროს ოდენობით.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადებით მიმართვა, რომელიც უნდა შეივსოს გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე და გაიგზავნოს ფოსტით ქვემოთ მოყვანილ მისამართზე.

განცხდების ადრესატია ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება.

განცხადებისთვის აუცილებელია სპეციალური ანკეტის შევსება,რომელიც ატვირთულია ბმულზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის კი დაინტერესებულმა პირებმა შემდეგ ნომერზე უნდა დარეკონ: + 4930 187030 1550

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, კომპენსაციას ვერ მიიღებს პირი თუ:

1. მას ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაულებები, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან მონაწილეობდა მასში.

2. პირები, რომლებიც ტყვედ ყოფნისას ან ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე - აღნიშნულ პერიოდში თანამშროლობდნენ ან მუშაობდნენ ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებთან: გერმანული პოლიცია/დაცვის პოლიცია/საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია - გესტაპო/უშიშროების სამსახური/დაცვის რაზმები/საშტურმო რაზმები/ შშ-ის ძალები.

3. მუშაობდნენ ან თანამშრომლობდნენ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე პერიოდში ვერმახტის შეიარაღებულ ძალებში/თან, ან სხვა სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში/თან რომლებიც ემორჩილებოდნენ გერმანულ რეიხს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამ ფორმით ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

რა უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილმა პირმა/პირებმა სამკვიდრო უფლების ამოქმედების შემთხვევაში:

განმცხადებლის/უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის უწყებას არ მიმართავს უფლებამონაცვლე მემკვიდრე, იგი კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას.

ხოლო,  რაც შეეხება, ანკეტა-განაცხადის შევსების ინსტრუქციას: თუ ანკეტა-განაცხადი არ იქნება შევსებული ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპენსაცია არ გაიცემა.

ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწონოს:

1. მხოლოდ თქვენ, როგორც უფლებამოსილ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილ (საჭიროა ოფიციალური მიდობილობის არსებობა) პირს გაქვთ უფლება მოითხოვოთ/მიიღოთ კომპენსაცია.

განმცხადებელმა განაცხადს უნდა დაურთოს ცნობა ოფიციალური ორგანიზაციებიდან (ბანკი, ადმინსტრაციული უწყება, საავადმყოფო, წითელი ჯვრის ორგანიზაცია, საელჩო...) იმის შესახებ, რომ ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელი ცოცხალია.

2. თუ ანკეტა-განაცხადი წარმდგენია მესამე პირი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მიეთითოს მისი შესაბამისი მონაცემები ნოტარიუსის/ იუსტიციის სახლის/სასამართლოს მიერ გაცემული მინდობილობის დართვით.

3. თუკი უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა განცადების წარდგენის შემდეგ, რის შესახებაც გერმანიის ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება დროულად იყო ინფორმირებული, კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის მეუღლე, ან შვილები. კომპენსაციის მიღების უფლება უქმდება თუ მეუღლე და შვილები გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ წარადგენენ განაცხადს უფლებამოსილების შესახებ.

4. აღნიშნულ პუნქტში უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია სამხედრო ტყვედ ყოფნის (4.1), სამხედრო ტყვეთა ბანაკში ყოფნის (4.2.) შესახებ და მოყვანილ იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამხედრო ტყვედ ყოფნის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის არქივიდან (ქ.თბილისი; გლდანის რ-ნი; გმირ კურსანტთა ქუჩა 4)

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად 2017 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ მყოფმა ვეტერანებმა, დახმარებისთვის შეუძლიათ სახელმწიფო სამსახურს ცხელ ხაზს (+995 322 48 16 26) მიმართონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.