შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მოძრაობა
შეიზღუდება.
კერძოდ, დღეიდან, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ
მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება,
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი
იქნება.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მასალის გამოყენების პირობები