ახალი ამბები
"დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას"- დავით ერემეიშვილი
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი დავით ერემეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.

"დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის!

მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას - ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ!",- წერს დავით ერემეიშვილი სოციალურ ქსელში.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ახლადარჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება დღეიდან, 29 ოქტომბრიდან დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერმეიშვილმა 37 779 ხმა მიიღო, რაც ხმების 85,68%-ია.

დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, 2024 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც იოსებ ხახალეიშვილმა მერის თანამდებობა დატოვა, მერის მოვალეობას ასრულებდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მოძრაობა
შეიზღუდება.
11:08 / 29.10.2025
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.
უკვე ექვსი თვეა, რაც ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები, პატიმრობაში
იმყოფებიან.
10:48 / 29.10.2025
უკვე ექვსი თვეა, რაც ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები, პატიმრობაში იმყოფებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.