ახალი ამბები
რა ქონებას ფლობს ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი
FaceBook
ქუთაისის მერის მესამე მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობაზე დანიშვნიდან 39-ე დღეს, მიმდინარე წლის 19 ივლისს შეავსო.
საჯარო სამხახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის ის ქუთაისსა და თბილისში რამდენიმე კერძო საკუთრებას ფლობს, რომელთა ნაწილი 2016 წელსაა შეძენილი.

კერძოდ, გასულ წელს მან ქუთაისში თოფურიას ქუჩაზე 20 000 აშშ დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. ასევე, გასულ წელს 42 000 აშშ დოლარად იყიდა თბილისში, წერეთლის გამზირზე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ვიცე-მერის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

2005 წლიდან გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლის საკუთრებაა ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე 35 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა და ჭავჭავაძის გამზირზე არსებული კომერციული ფართი, რომელშიც 2008 წელს 36 000 ევროა გადახდილი.

ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ გრიგოლ დალაქიშვილი სამეწარმეო საქმინობასაც ეწევა. კერძოდ, ის 33%-იან წილს ფლობს შპს "ჩაის სახლი+"-ში, რომლის საწესდებო კაპიტალი 27 000 ლარია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია 2013 წლის 25 ივნისს დარეგისტრირდა.

როგორც ირკვევა, დალაქიშვილის ოჯახს საბანკო ვალდებულებებიც აქვს. მისი მეუღლის სახელზე თიბისი ბანკში ორი სესხი ფიქსირდება. მათ შორის, ერთი ბინის შეძენასთან დაკავშირებული 60 000 აშშ დოლარის ოდენობის, რომელიც 2017 წლის 16 თებერვალს 15 წლიანი ვადითაა გაცემული. ამავე დღესაა გაცემული 18 753 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხიც, 5 წლის ვადით.

დალაქიშვილი ფლობს 2010 წლის გამოშვების 14 000 აშშ დოლარად ღირებულ ავტომობილს, ჰიუნდაი ტერრაკანს.

2017 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, ვითიბი ბანკში ქუთაისის ვიცე-მერის სახელფასო შენატანი 20 ლარს შეადგენდა.

გრიგოლ დალაქიშვილი მერის მოადგილედ მიმდინარე წლის 1 ივნისს დაინიშნა.

ქუთაისის მერს სამი  მოადგილე ჰყავს. ქუთაისიპოსტი დანარჩენი მოადგილეების, კოტე ქავთარაძის და  ნოდარ მიქიაშვილის ქონებრივ დეკლარაციასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.   

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.