ახალი ამბები
"თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს" - ქუთაისის მერია ოპოზიციურ პარტიებზე
FaceBook
"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარაა,  რომ თავად სურთ მგზავრობის ღირებულებამ მოიმატოს", - ასე ეხმაურებიან ქუთაისის მერიაში  ბოლო ორი კვირის მანძილზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ თავად ოპოზციური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს გადამზიდავ კომპანიასთან საქალაქო ტრანსპორტით შესაძლო გაძვირებაზე.

"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური პარტიები აწარმოებენ", – განმარტავს ირაკლი ცხვედიანი.

პარტია "თავისუფლი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,  გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის ფასების გაზრდა 20–30 თეთრით იგეგმება.

უფრო ადრე, 15 თებერვალს კი, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში ქალაქის მერიასა და გადამზიდავ კომპანიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს, რომელიც "ნაციონალების" თქმით, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირება ეხებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.