ახალი ამბები
"შეამცირონ დროსტარების, რესტორნების ფული" – გოგი წულაია ტრანსპორტზე ფასების შესაძლო მომატებაზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით,  მიკროავტობუსით მგზავრობის ფასების გაზრდა 20–30 თეთრით იგეგმება. ის ამბობს, რომ ტარიფის გაზრდა მძღოლების მოთხოვნაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მერია არ გაზრდის ტარიფს, წულაის მტკიცებით, მარტიდან მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან.

გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებს გადასახადები შეუმცირონ და ამ გზით აირიდონ და დააბალანსონ ტარიფის შესაძლო მატება.

"კეთილი ინებოს მერიამ და ყველანაირი გაჭირვება მოსახლეობაზე კი არ უნდა ასახოს, თავის თავზეც აიღოს რაღაც ტვირთი. შეამცირონ დროსტარების, რესტორნების ფული. მოიკლონ ორმაისობაზე საღორიის ტყეში ღრეობის ხარჯები", – ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტზე ფასების ზრდა არ იგეგმება.

"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური პარტიები აწარმოებენ", – აცხადებს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.

მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაშიც საუბრობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.