ახალი ამბები
ქუთაისის ყოფილი მერი "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ყველგან ყველაფრის დასმა არ შეიძლება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგით 29-ე სხდომაზე ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხი მწვავე განხილვის საგანი გახდა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები შეეცადნენ ქალაქის მერისა და საკრებულოს დეპუტატებისთვის აეხსნათ თუ რატომ არ უნდა აშენდეს აღნიშნული ობიექტი ცენტრალურ მოედანზე.

სხდომაზე "მაკდონალდსის" მშენებლობა გააპროტესტა ქუთაისის ყოფილმა მერმა და არქიტექტორმა, დავით მელქაძემ.

მისი განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე ობიექტის მშენებლობა არქიტექტურულად გაუმართლებელია.

"ის, რაც გაკრულია ბანერზე, ბოდიში, ბატონო შოთა, მაგრამ ეს შენობა არ უნდა აშენდეს. საკითხი არ დგას სწორად. "მაკდონალდსის" ობიექტის განთავსება ისე, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, დამერწმუნეთ არ შეიძლება. იურიდიულად ამის დასაბუთება შეიძლება, რომელიც დანაშაულია. ყველა ტერიტორიას თავისი ფუნქცია გააჩნია. ყველგან ყველაფრის დასმა არ შეიძლება. მე რომ ვაპროექტებდე და ისედაც ვფიქრობ, გაცილებით მეტი კლიენტურა ეყოლებოდა ნიკეას ქუჩაზე და იქ გავაკეთებდი. აქ ითქვა, რომ ყოფილან უცხოელი არქიტექტორები. ძალიან დიდი ბოდიში, ბატონო შოთა, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ვინ დახვდათ იმათ ", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ყოფილმა მერმა.

დავით მელქაძემ "მაკდონალდსის" მშენებლობა პარლამენტის შენობის დაპროექტების საკითხს შეადარა.

მისი განმარტებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა უცხოელმა არქიტექტორებმა ჯერ დაპროექტეს და შემდეგ ნახეს ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო
პარლამენტი, რის გამოც, მექლაძის თქმით, მათ ბოდიში მოიხადეს.

"ამიტომაც ჯერ ადგილს უნდა შესწავლა, შერჩევა და შემდეგ დაპროექტება", - აღნიშნა ყოფილმა მერმა და არქიტექტორმა, დავით მელქაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.