ახალი ამბები
ბაღდათის გამგებელმა და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ პოსი დატოვა.
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მან ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმდინარე წლის 24 ნოემბერს მიმართა. ასევე, თანამდებობა დატოვა, მისმა მოადგილემ გელა მშვილდაძემაც, რომელიც გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

ქუთაისიპოსტთან საუბარში ირაკლი გეგეშიძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, არ სურს უხერხულად იგრძნოს თავი მის წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული დავის გამო.

"სასამართლო სხდომაზეც განვაცხადე, რომ უნდა გადავდგე თანამდებობიდან. ძალიან მძიმე მუხლები და ბრალდება მაქვს წაყენებული და ეს ერთ და ორ თვეში არ დამთავრება. ვფიქრობ, სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდება და ამ პერიოდში ვერ შეძლებ ადამიანი, უბრალოდ, მორალურად სხვას უბრძანო, უხელმძღვნელო, მოთხოვო, რაღაც ჩრდილის ქვეშ ხარ მაინც", - განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.

მას ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. გეგეშიძე მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ბაღდათის ყოფილი გამგებელი მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავეს. მას სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.



ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.