ახალი ამბები
პროფესიები, რომლებიც დარტყმას აყენებს ფსიქიკას
FaceBook
ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დაასახელეს პროფესიები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია:
ბუღალტერი - ცნობილია, რომ ამ პორფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა საკმაოდ დაძაბული შრომით არის დაკავებული, რომელიც მათგან სიზუსტეს, წესრიგს მოითხოვს. ბევრს ეს პირად ურთიერთობებშიც გადააქვს, აშინებს სიახლე, რისკი, არ უყვარს ექსტრემალური სიტუაციები.
ჟურნალისტი - ზედაპირულობა ამ პროფესიის ადამიანების დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევა. ჟურნალისტის პროფესია არ მოითხოვს ამა თუ იმ საკითხის დეტალურ ცოდნას, სიღრმისეულ წვდომას. სამსახურებრივი თვისებები ბევრს პირად ურთიერთობებშიც მიჰყვება.
სამხედრო პირი - მათთვის, ვინც სამხედრო კარიერას ირჩევს, დისციპლინა ცხოვრების წესია. ხშირად ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა, ოჯახში დიქტატურასა და ტირანიას ამყარებენ.
იურისტი - მკაცრი კოსტიუმი, კეისი, სადა ვარცხნილობა - ეს ამ პროფესიის ადამიანების გარეგნული ნიშნებია. იურისტები შინაგანადაც თავშეკავებულნი არიან, ყოველთვის აკონტროლებენ თავიანთ ქცევას, თვითკონტროლის გამო საუბრისას დაძაბულნი არიან და, როგორც წესი, მაქსიმალურად იყენებენ პროფესიული ტერმინების მარაგს.
ექიმი - ეს პროფესია ადამ­იანს დიდ პასუხ­ი­სმგებლობას აკისრებს. ექიმებს სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარიათ. მცირედი შეცდომა და უყურადღებობაც კი შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს. ექიმებს ხშირად ამჩნევენ ცინიზმს - ეს მათი ფსიქიკის თავდაცვითი რეაქციაა პაციენტების ტანჯვაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ.
წყარო: mkurnali.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.