ახალი ამბები
4 საწარმოს გაყინული ხინკალი და პელმენი საშიშია - სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანისა" და შპს "პინოს" მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი, რადგან მათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი", რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შპს "პინოს" მიერ წარმოებულ პელმენში აღმოჩენილია ასევე სალმონელა, რომელიც საკვებისმიერი ინფექციური დაავადების - სალმონელოზის გამომწვევია და ადამიანს სურსათითა და წყლით გადაეცემა; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით.. სალმონელოზი მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით; ახასიათებს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, შემცივნება, ტემპერატურის მომატება.

შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანსა" და შპს "პინოს"არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ დაევალათ, უმოკლეს ვადაში გამოითხოვონ ბაზრიდან ყველა დასახელებისა და პარტიის სურსათი.
სურსათის ბაზრიდან გამოთხოვასა და განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.