ახალი ამბები
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლიდან უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში დააბრუნეს
FaceBook

წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობიდან სწავლის დაწყებიდან სამ დღეში უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში დააბრუნეს.


სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სწავლის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი.

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის განცხადებით, დასკვნაში ეწერა, რომ შენობა არარენტაბელური იყო და მის შეკეთებას ახალი სკოლის აშენება სჯობდა.

უსაფრთხოების მიზნით, 21 სექტემბრიდან მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში სწავლობდნენ. პარალელურად, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელების საკითხზე მუშაობდა.

მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ სივრცედ თავდაპირველად წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის შენობა განიხილებოდა, თუმცა იქ სწავლა მეორე ცვლაში უნდა გაგრძელებულიყო, რასაც მშობლები არ ეთანხმებოდნენ. ისინი მოსწავლეების კოლეჯის შენობაში გადაყვანას ითხოვდნენ.

ახლა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებმა სწავლა კვლავ №2 საჯარო სკოლის შენობაში განაახლეს.

ჩხეტიანის თქმით, არსებული დასკვნის მიხედვით, სკოლის შენობა ავარიული არ არის. 

სკოლაში დაახლოებით 800 მოსწავლე სწავლობს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსწავლეების დაბრუნება დროებითი გადაწყვეტილებაა. სწავლა ამ შენობაში, სავარაუდოდ, პირველი სემესტრის ბოლომდე ან სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა ბედი ელის სკოლის შენობას. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება არსებული შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სკოლის აშენება. 

ამავე თემაზე:


წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები მოსწავლეების კოლეჯის შენობაში გადაყვანას ითხოვენ

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40
კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია აღკვეთეს.
12:28 / 05.10.2026
იმერეთში ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,
12:55 / 29.09.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.