ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს (პროგრამა)
FaceBook
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.

ნახეთ სრული პროგრამა:

09:00 –18:00 სთ. თავდაცვის ძალების სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა - ფალიაშვილის ქუჩა;

10:30 სთ.- საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის შემკობა;

ცენტრალური მოედანი და ბულვარი :

11:00 -18:00 სთ. - საბავშვო აქტივობები;

11:00 -18:00 სთ. - მინი გოლფი , შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;

11:00 -16:00 სთ. - მოსიარულე ორკესტრი , ოჩოები;

12:00 - 15:00 სთ. - ექსპერიმენტები;

13:00 - 15:30 სთ. - თეატრი;

14:00 - 22:00 სთ. - კვების ზონა და ბარი;

17:00 სთ. - პერფორმანსი;

17:10 სთ. - საქართველოს ჰიმნი, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით;

19:00 სთ. - გალა კონცერტი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი -დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად; წამყვანი - მსახიობი სალომე შარვაძე.
მონაწილეები: აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“, ჯგუფი „გუფილენდი“.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა
კონცერტზე თემურ თათარაშვილი იმღერებს.
11:42 / 24.05.2026
ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე თემურ თათარაშვილი იმღერებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული
ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის
გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
11:24 / 24.05.2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.